ჩაერთე
- რა სერვისებია ხელმისაწვდომი?

რა სერვისებია ხელმისაწვდომი?

ღია ბანკინგის საშუალებით ხელმისაწვდომია შემდეგი შესაძლებლობები:

  • კლიენტის საგადახდო ანგარიშის ინფორმაცია
    "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საჭირო არ არის კომერციულ ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება და საფასურის გადახდა. 

    ხელმისაწვდომია შემდეგი ინფორმაცია
    • ანგარიშის დეტალები
    • ანგარიშზე არსებული ნაშთები
    • ტრანზაქციების სია

  • კლიენტის საგადახდო ანგარიშიდან გადახდის ინიციირება

    "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აღნიშნულით სარგებლობა არ მოითხოვს კომერციულ ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებას და ხელმისაწვდომია უფასოდ.

    კერძოდ, შესაძლებელია:
    • ერთეულოვანი გადახდების ინიციირება
    • პაკეტური გადახდების ინიციირება

  • ინფორმაცია კლიენტის სესხების შესახებ

    აღნიშნული წარმოადგენს გაფართოებულ მომსახურებას და მისი გამოყენება შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში

  • ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ

    აღნიშნული წარმოადგენს გაფართოებულ მომსახურებას და მისი გამოყენება შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში

  • გადახდის გაფართოებული მომსახურება

    აღნიშნული წარმოადგენს საგადახდო ანგარიშიდან გადახდის ინიციირების გაძლიერებულ ვერსიას და მისი გამოყენება შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში

  • ციფრული ონბორდინგის მომსახურება

    აღნიშნული წარმოადგენს გაფართოებულ მომსახურებას და მისი გამოყენება შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში

ყველა მომსახურება ითვალისწინებს კლიენტის მიერ ცხადად გამოხატულ თანხმობას, რომელიც უნდა განხორციელდეს შესაბამისი ბანკის მიერ გაცემული ელექტრონული საიდენტიფიკაციო მონაცემების (მომხმარებლის სახელი/პაროლი, SMS კოდი, ბიომეტრიული მონაცემებით ავთენტიფიკაცია და ა.შ.) საფუძველზე.